Wednesday, June 9, 2010

მოდერნიზმი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ცხოველთა ბედი", ფრანც მარკი, 1913, გამოფენილი მიუნხენში 1937 წელს.

მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.

ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როცა სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.

ისტორია [რედაქტირება]

მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში, და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვის, იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემშლელი გარემოება, მისი ახლით, შესაბამისად უკეთესი გზით შეცვლით. მოდერნის მთავარი არგუმენტით მე-20 საუკუნის რეალიები პერმანენტული და გარდუვალი იყო, და შესაბამისად ხალხს მათი სამყაროს ადაპტირება უნდა მოეხდინა, იმ იდეის გათავისებით, რომ ის რაც ახალია, ასევე კარგია და ლამაზი.

მოდერნიზმის წინაპირობები [რედაქტირება]

მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი ევროპისთვის აღინიშნა მწვავე ომებისა და რევოლუციების სერიით, რომელმაც თანდათან დასაბამი მისცა ახალი იდეებისა და დოქტრინების ტალღას, ე.წ. რომანტიზმს. ამ იდეების ფოკუსი ინდივიდის სუბიექტური გამოცდილება, ბუნების, როგორც ხელოვნების სტანდარტული სუბიექტის, უზენაესობა, გამოხატვის რევოლუციური ან რადიკალური მიმართულებები, და ინდივიდუალური თავისუფლებაა. საკუნის შუა წლებში ამგვარი რადიკალიზმი შესამჩნევად განლედა და ჩნდება ამ იდეათა მმართველობის სტაბილურ ფომრებთან სინთეზი, ნაწილობრივ 1848 წლის ჩაშლილი რომანტიკული რევოლუციების გამო. ეს მასტაბილიზებელი სინთეზი გახდა საფუძველი იდეისა, რომ ის რაც "რეალურია" დომინირებს იმაზე რაც სუბიექტურია. ეს იდეები განზოგადებას ჰპოულობს ოტო ფონ ბისმარკის "რეალპოლიტიკ"-ში, "პრაქტიკული" ფილოსოფიული იდეებით, როგორიცაა პოზიტივიზმი და საერთო კულტურული ნორმებით, რომელსაც ამჟამად "ვიქტორიის ხანად" მოიხსენიებენ.

ბლობიტექტურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2003 წელს ბირმინგემის ცენტრში აგებული სელფრიჯის უნივერსამის შენობა ქალის სილუეტს ემსგავსება და 1960-იან წლებში განთქმული პაკო რაბანის ჯაჭვებიანი კაბის ტექსტურა აქვს.
"ალიანც არენა" მიუნხენში.
პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" გრაცში.

ბლობიტექტურა, ასევე ბლობ-არქიტექტურა, ბლობიზმი — ტერმინები არქიტექტურის მიმდინარე მიმართულებაზე, რომელშიც შენობებს ორგანული, ამებასმაგვარი ფორმა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" მოდაში უკვე 1990-იანი წლების შუაში გახდა, თვით სიტყვა ბლობიტექტურა პირველად ბეჭდვით სიტყვაში 2002 წელს გაჩნდა, უილიამ საფირის სტატიაში სათაურით "Defenestration" (დაახ. გაუფანჯროება), რომელიც ნიუ-იორკ ტაიმსის ენის საკითხების განყოფილებაში დაიბეჭდა. სტატიაში გამოყენებული დამაკნინებელი მნიშვნელობის მიუხედავად, ეს სიტყვა დარჩა და ხშირად გამოიყენება მრუდხაზოვანი და მომრგვალებული ფორმის შენობების აღწერისას.

ტერმინის წარმოშობა [რედაქტირება]

ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" პირველად არქიტექტორმა გრეგ ლინმა გამოიყენა 1995 წელს მეტაბოლის გრაფიკულ პროგრამაში ციფრული დიზაინის ექსპერიმენტებისას. მალე მას მრავალი სხვა არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი აჰყვა ამ "ბლობის"-მაგვარი პროგრამის ექსპერიმენტში ახალი და უჩვეულო ფორმების შესაქმნელად. მიუხედავად მისი გარეგნული ორგანიულობისა, ბლობ არქიტექტურა წარმოუდგენელია ამგვარი კომპიუტერული დიზაინის პროგრამების გარეშე. არქიტექტორები ფორმებს კომპიუტერული მოდელირების პლატფორმებზე ალგორითმების მანიპულაციით ქმნიან.

პრეცედენტი [რედაქტირება]

ერთი პრეცედენტია არქიგრამი, 1960-იან წლებში მოღვაწე ინგლისელ არქიტექტორთა ჯგუფი, რომელთაც პიტერ კუკიც ეკუთვნოდა. ისინი დაინტერესებული იყვნენ „გასაბერი“ არქიტექტურით, ასევე ფორმებით, რომელთა შექმნა პლასტმასისგან იქნებოდა შესაძლებელი. რონ ჰერონმა, ასევე არქიგრამის წევრმა, ბლობისმაგვარი არქიტექტურა შექმნა მის 1960-იანი წლების პროექტებში, როგორიცაა „მოსიარულე ქალაქი“ და „მყისიერი ქალაქი“, ისევე როგორც, მაიკლ ვებმა „სინ ცენტრში“. 1970-იან წლებში არქიტექტურაში ამ მიმდინარეობის ექსპერიმენტებმა იმატა შედარებით ფსიქოდელიურ ელფერში. ფრედერიკ კისლერის განუხორციელებელი „უსასრულო სახლი“ ბლობისმაგვარი არქიტექტურის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, თუმცა ის გეგმით სიმეტრიულია და კომპიუტერების გარეშე დაპროექტდა.

ასევე გასათვალისწინებელია, თუ ბლობი ფორმის კუთხით იქნა განხილული ტექნოლოგიის ნაცვლად, ანტონიო გაუდის ორგანული პროექტები ბარსელონაში და ბრუნო ტაუტისა და ჰერმან ფინსტერლინის ექსპრესიონიზმი.

აგებული ნიმუშები [რედაქტირება]

მიუხედავად ვიწრო ინტერპრეტაციისა (კომპიუტერული დიზიანი) ბლობიტექტურა პოპულარულ ლექსიკაში საკმაოდ გავრცელდა და მოიცავს მრუდ და უჩვეულო ფორმის შენობებს, მათ შორის ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმს ბილბაოში (1997) და "ექსპერიენს მიუზიკ პროექტს" (2000). თუმცა ეს შენობები ვიწრო გაგებით ბლობს არ ეკუთვნის, მიუხიდავად იმისა, რომ ისინი კომპიუტერული დიზაინის პროგრამებით შეიქმნა (CATIA, ამ შემთხვევაში). ამის მიზეზი ის არის, რომ ეს შენობები ფიზიკური მოდელებისგან დაპროექტდა და არა კომპიუტერული მანიპულაციებით.

პირველი სრულიად ბლობ-შენობა აგებული იყო ნიდერლანდში ლარს სპუიბროეკისა და კას ოოსტერჰუისის მიერ. სახელწოდებით "წყლის პავილიონი" (1993-97), ეს არა მხოლოდ სრულიად კომპიუტერით დამუშავებული ფორმაა, არამედ მას ელექტრონული ინტერაქტიული ინტერიერი აქვს, რომელშიც ხმა და განათება მასში შესულ ადამიანზე რეაგირებს და ტრანსფორმაციას განიცდის.

შენობა, რომელიც ასევე შეიძლება განიხილოს, როგორც ბლობი, არის პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" (2003) გრაცში, ავსტრია. სხვა ნიმუშებია როი მეისონის "ზანადუ ჰაუსი" (1979), ორგანიცისტი ბარტ პრინსის შენობები და ამ სფეროში ჰერცოგ და დე მერონის იშვიათი ექსკურსი "ალიანც არენას" სახით (2005). 2005 წლისთვის ნორმან ფოსტერიც იწყებს ბლობიტექტურით ექსპერიმენტებს მის ადამიანის ტვინის ფორმის ფილოლოგიის ბიბლიოთეკით ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და "სეიჯ გეიტსჰედის" შენობაში.


ორგანული არქიტექტურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრენკ ლოიდ რაიტის ორგანული არქიტექტურის კონცეფციის განსახიერება.

ორგანული არქიტექტურა — ფილოსოფია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ადამიანთა საცხოვრებელ გარემოსა და ბუნებას შორის ჰარმონიას დიზაინის კონცეფციებით, რომლებიც იმდენად ინტეგრირებულია ადგილმდებარეობასთან, რომ შენობები, ნაგებობები და გარემო ერთი მთლიანი ურთიერთდაკავშირებული კომპოზიცია ხდება. ამ მიმდინარეობის განთქმული წარმომადგენლები არიან არქიტექტორები გუსტავ სტიკლი, ანტონიო გაუდი, ფრენკ ლოიდ რაიტი, ლუის სალივენი, ბრუს გოფი, რუდოლფ შტაინერი, ბრუნო ზევი, ჰუნდერტვასერი, იმრე მაკოვეჩი და სხვ.